LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანომ ოპერაცია გაიკეთა

96

საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომში მარცხენა კოჭის სახსარზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ მოსკოვის „სპარტაკის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ქირურგიული ჩარევა ორი საათი გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი გარკვეულ დროს კიდევ დაყოფს კლინიკაში სარეაბილიტაციო პროცესის ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა 23 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მიიღო. წელს მან შვიდი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები