ბიტკოინი ახალ რეკორდს ხსნის – მისმა ფასმა $35 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ CoinDesk იუწყება.
აღსანიშნავია, რომ გასულ უქმეებზე ბიტკოინის ფასმა $34 000 შეადგინა. კრიპტოვალუტის გაძვირება 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 16 დეკემბერს ბიტკოინის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.
შეგახსენებთ, ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა, თუმცა მალევე, კრიპტოვალუტის ღირებულებამ ჯამში 83%-ით დაიკლო.