„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ლაგუნა ვერეს ტერიტორიის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა, ნაგვის ბუდედ იქცა.
„თაობები გაიზარდა ლაგუნა ვერეზე და ეს იყო გარკვეულად სიმბოლო ჩვენი ქალაქის. შეისყიდა და რა მივიღეთ? წლებია, თბილისის ცენტრში არის ნაგვის ბუდე,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.