მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ჩვენება „ცენტრ-პოინტის“ მენაშენემ მისცა. ეს არის ცალკე წარმოებად გამოყოფილი ე.წ. მიონის ეპიზოდი. საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.
სასამართლოს წინაშე მოწმემ განმარტა, რომ კომპანიასთან სამი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა არცერთი ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. მოწმის თქმით, ბინა საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირეს.
„19 ათასი შევიტანე და მშენებლობაც გაჩერდა. შემდეგ კი ისევ იყო ხელშეკრულება, რომელიც დაირღვა. მესამე ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, რომელიც ასევე დაირღვა. ე.წ. „თეთრი კარკასი“ უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ უარი თქვეს. ამის შემდეგ ე.წ. „შავი კარკასი“ უნდა ჩამბარებოდა და დამატებითი თანხების გადახდა მთხოვეს, კომუნიკაციების გასაყვანად უნდა დამემატებინა,“ – განაცხადა მოწმემ.
„ცენტრ-პოინტის“ საქმის ეს ეპიზოდი თითქმის დასკვნით ეტაპამდეა მისული. ბრალდებამ კიდევ ორი მოწმე უნდა დაკითხოს.