LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა მზაკვრული რამ ჩაიფიქრა: რა გეგმა აქვს პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით

397
რუსეთ საქართველო

დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ახალ, სპეციალურ წარმომადგენელს, მიხაილ პეტრაკოვს საზღვრების დადგენა დაევალა.

ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სპეციალურ წარმომადგენელი სწორედ მიხაილ პეტრაკოვი იქნება  რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

„პეტრაკოვს დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, – წერია პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

პუტინმა სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში, მათ შორის „საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთი-ოსეთთან“ სპეცწარმომადგენელი დანიშნა

რეალურად რა გეგმა აქვს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?

რუსეთმა საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მაინცდამაინც ახლა რატომ  გადაწყვეტა?

რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით, ამას ყოველ ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ: მამუკა მდინარაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

"თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული" - მდინარაძე

ამ შეკითხვებით „ფორტუნამ“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიმართა.

„ეს რუსეთის მზაკვრული ჩანაფიქრია. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვდით რუსეთს, რომ საზღვრების დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხებზე დაგვეწყო მოლაპარაკება. განსაკუთრებით აქტიური იყო ჩვენი პოზიცია გასული საუკუნის 90-იან წლებში და 2008 წელს. ვერასდროს მოვახერხეთ, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგვესვა.

2008 წლის შემდეგ ეს საკითხი საერთოდ შეჩერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2 რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

განცხადებაში, რომელიც პუტინმა გაკეთა,  ერთი შეხედვით ლაპარაკი არაა მხოლოდ საქართველოზე. საუბარია მთლიან დსთ-ს სივრცეზე. მაგრამ ამ მხრივაც  „ცოტა სასაცილოდ“ ჟღერს ეს ამბავი. რუსეთს დსთ-ს სასაზღვრო სივრცეში  დავები აქვს მხოლოდ ყაზახეთთან. დანარჩენ ქვეყნებთან მოგვარებული აქვს ყველაფერი, მაგალითად ბელორუსთან. იქ ყველაფერი გარკვეულია. დარჩა ორი ქვეყანა,რომელთანაც რუსეთს დავები აქვს: უკრაინა და საქართველო, მათგან ერთი (ჩვენ) დსთ-ს წევრი არაა და უკრაინას კი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი გზავნილი დასავლეთისთვის, რომ „მე ვიწყებ  სიტუაციის გამოსწობას“. სინამდვილეში აქ არავითარი სიტუაციის გამოსწორება არ იგულისხმება, რადგან  აფხაზეთთან და ოსეთთან, რომელიც რუსეთს აღიარებული აქვს, აპირებს მოლაპარაკების გამართვას.

ერთადერთი რაც შეიძლება, უცხოელი დამკვირებლისთვის საინტერესო იყოს, არის ის, რომ რუსეთმა მოლაპარაკებების რანგი აწია. თუ აქამდე ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოედა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახლა რუსეთის ამ საკითების ხელმძღვანელობისთვის მიხაილ პეტრაკოვი დაინიშნა“,- ამბობს ექსპერტი.

არეშიძის თქმით, ოფიციალურ თბილისს რუსეთის მზაკვრული  გეგმასთან დასაპირისპირებლად ბევრი ბერკეტი არ აქვს.

„გეგმა ძალიან მზაკვრულია, ჯერ ერთი იმიტომ, საქართველო გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებას იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად მოლაპარაკებები სოხუმთან და ცხინვალთან გაიმართება. ანუ ერთის მხრივ მოსკოვს შეუძლია უთხრას ოფიციალურ თბილისს, თქვენ ხომ გინდოდათ მოლაპარაკებებიო. მეორეს მხრივ მათ წინასწარ იციან, რომ მსგავსი ტიპის მოლაპაკებებში საქართველო არ კი არა, ვერ ჩაერთვება.

საქართველო რთულ სიტუაციაშია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც საზღვრები არ აქვს და მეორე – მოლაპარაკებისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამს, იმიტომ, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართვით ის აღიარებს ცხინვალისა და ოსეთის დამოუკიდებლობას.

რა შეიძლება ოფიციალურმა თბილისმა ამ მზაკვრულ გეგმას დაუპირისპიროს?

არაფერი გარდა იმისა, რომ როგორც ყოველთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ინფორმაცია და მთელ მსოფლიოს უნდა აუხსნას, რატომ ამბობს საქართველო ამ ტიპის მოლაპარაკებაზე უარს“,- განმარტავს არეშიძე.

რუსეთის განცხადებები და ნაბიჯები პროვოკაციულია - პუტინის გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი ეხმაურება

„ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.“ - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

კითხვაზე, რუსეთმა საქართველოს ჩართულობის გარეშე რომ დააადგინოს საზღრები, ამ დოკუმენტს რა იურიდიული ძალა ექნება, ექსპერტი პასუხობს:

„არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება, მაგრამ რუსეთს ეს საზღვრები დიდი ხანია, დადგენილი აქვს.

90-იანი წლებიდან-დღემდე საქართველოსთან არსებული საზღვრების ზოგან 30 კვადრატული აქვს მიტაცებული, ზოგან 800, (ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ვგულისხმობ). მოკლედ, კავკასიონის ქედზე ყველა სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც ადრე ერთგვარი გამყოფი იყო საქართველოსა და რუსეთის, ის ყველაფერი მიტაცებული აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად ნუ შემოიჭრება, თორემ გასაკეთებელი არც არაფერი დარჩა“,- აცხადებს არეშიძე.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში განმარტავს, რატომ არ შეწყვეს რუსეთი საქართველოს  ოკუპაციას:

„რუსეთი ოკუპაციას არ შეწყვეტს, ვიდრე არ შეასრულებს თავის გეგმას.

რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა? რუსეთი ხვდება, რომ რომ ვერ ახერხებს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის არმია მთლიანად შეზღუდოს და წინასწარ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც მას სამომავლოდ დასჭირდება. სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის მუდმივი დესტაბილიტაციისა და დისკომფორტის საფრთხეა. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება, რაც შეიძლება მყარად ჰქონდეს დაცული სამხრეთის საზღვრები. ამის გაკეთებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს,  თუ მისი თავდაცვითი ზღუდეები,  რაც შეიძლება სამხრეთით იქნება. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მას ეს უკვე აქვს და რატომ არ შეიძლება, რომ გააკეთოს სხვაგანაც “? – ამბობს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

მთავარია, არ წამოვეგოთ მორიგ პროვოკაციას: მაჭარაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენის პროცესს აფასებს