LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზად ვართ და ველით შესაბამის ნაბიჯებს რუსეთისგან – მიხეილ ჯანელიძე

66

“საქართველო უკვე დიდი ხანია, მზად არის სრულად შეასრულოს 2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გააფორმოს ხელშეკრულება იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ შუამავალ, ნეიტრალურ, შვეიცარულ კომპანიასთან,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს მოლოდინია, რომ ძირითადი შეთანხმება და იმპლემენტაციის კონტრაქტი შესრულდება ყველა მხარის მიერ, რადგან ცალმხრივად ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ამ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად,“  – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა მუშაობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგზე პასუხისმგებელ ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები