LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენი ხართ დღეს ამ ტრიბუნასთან, თუ დეპუტატი? – წულუკიანი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დაუშვილს მიმართავს

150
fortuna.ge

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი მიხეილ დაუშვილია.

პროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს ჩანაწერის ამოღება, რომელიც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, შრომის კოდექსში არსებული რამდენიმე მუხლი ერთი და იმავე შინაარსისაა, შესაბამისად საჭიროა მისი ამოღება, ხოლო დარჩენილი ნაწილის უკეთ განმარტება.

მუხლების ამოღების საკითხზე სხდომაზე კომენტარი გააკეთა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ეს არა დასაქმებულის, არამედ კერძო ბიზნესის ინტერესებს ემსახურება:

“თქვენ მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხეთ, ხომ კარგი იურისტი ხართო და არაუშავსავით იურისტია. რა ვიცი, ციხეში თუ ჩაგვსვეს, მოგვივლის ბევრ ადამიანს, კვალიფიკაცია აქვს კარგი, მაგრამ, თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ დღეს ამ ტრიბუნასთან, თუ დეპუტატი? არ მინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ არ მომყვებით კონსტრუქციულ დიალოგში. ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში და კერძო სექტორში. არც ერთი სამინისტრო, არც ეს პარლამენტი და არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს შრომის ურთიერთობებში და ვეღარ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს კერძო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვის დედასთან, ჰომოსექსუალ ადამიანთან, ფეხმძიმე ქალთან მიმართებაში, ასევე შშმ პირთან მიმართებაში. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი ზოგადია, რომელზეც თქვენ გვეუბნებით, რომ უფრო კონკრეტულ ნორმას ფარავსო და მეორე არის უფრო კონკრეტული.

ამ ორი ნორმით დასაქმებულ პირს აქვს უფრო მეტი დაცულობა და თქვენ ამას გნებავთ, ტექნიკური ხარვეზი უძახეთ, გნებავთ, ნუ დაუძახებთ. ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აყვავდნენ, არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში შემდეგ ფული უნდა უხადონ დეკრეტული შვებულებისთვის. ამას ემსახურება ეს, მეტს არაფერს.” – განაცხადა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები