საქართველოში, საახალწლო დღეებში პიროტექნიკით დაზიანების 51, ხოლო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 108 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.
სტატისტიკური მონაცემები ასახავს სამედიცინო დახმარების ცენტრში 31 დეკემბერსა და 1 იანვარს დაფიქსირებულ ზარებს.
პიროტექნიკის შედეგად დაშავებული 51 ადამიანიდან საჭირო გახდა 36-ის ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – 27.
რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – 9.
რაც შეეხება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, დაფიქსირებული 108 ზარიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 44 პაციენტს.