LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გავლით გაზი ევროპას მიეწოდა – დიდი რეგიონალური პროექტი დასრულდა

87
assets-scp.jpeg

აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან ევროკავშირში, სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით, გაზის მიწოდება დაიწყო. ეს ფაქტი ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს – ყველა ქვეყანას და კონსორციუმს მიულოცა.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა – ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან, შაჰდენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ენერგოდერეფნის მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ 1 წლის წინ იყო ტრანსანატოლიური მილსადენის ინაუგურაცია, დღეს კი სახეზეა პროექტის ლოგიკური დასასრული – ბუნებრივი აირი კავკასიიდან მიეწოდება ევროპას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები