მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისა და მისი არგენტინის ნაკრების გარეშე არ ჩაივლის. “ალბისელესტეს“ კაპიტანმა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
მასპინძლები იბორას გოლით პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ. არგენტინა შეტევაში გადავიდა. მესიმ თამაში საკუთარ თავზე აიღო და ანგარიშიც მალევე გაათანაბრა. უკვე მე-20 წუთზე, მესიმ ეკვადორელი მცველის არადამაჯერებლი მოქმედებით ისარგებლა და ბურთი ცხრიანში გაგზავნა – 1:2.
მეორე ტაიმში, მესიმ ეკვადორელ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. არგენტინამ 28 ქულა მოაგროვა და მუნდიალზე მე-3 ადგილით გავიდა.
ლეო მესი სოციალურ ქსელში: “მიზანი მიღწეულია, რუსეთში შევხვდებით!”
https://www.youtube.com/watch?v=zsuSxEMoYcg
ლიონელ მესის მიაჩნია, რომ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა სიგიჟე იქნებოდა. არგენტინელთა კაპიტანმა ამის შესახებ ეკვადორთან 3:1 გამარჯვების მერე განაცხადა.
“სახიფათო მეტოქე გვყავდა, მაგრამ საბედნიეროდ გაშვებულ გოლზე სწორი რეაქცია გვქონდა და კარგად ვითამაშეთ. სიმშვიდე გამოვავლინეთ და მადლობა ღმერთს მიზანს მივაღწიეთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ვერმოხვედრა სიგიჟე იქნებოდა. გუნდმა ფინალურ ეტაპზე თამაში დაიმსახურა.
გარკვეული პედიოდის განმავლობაში პრესასა და გულშემატკივრებს გავერიდეთ და ვფიქრობ, ეს ერთ მუშტად შეკვრაში დაგვეხმარა. უფრო იოლი იქნება თუ მომავალშიც ხელიხელჩაკიდებული ვივლით.
იმას, რაც მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატზე და ბოლო ორ კოპა ამერიკაზე (სამივეჯერ არგენტინა ფინალში დამარცხდა) შეგვემთხვა, არ ვიმსახურებდით. ნელ-ნელა მოვემზადებით. გუნდი შეიცვლება და კიდევ უფრო მოუმატებს“, – თქვა არგენტინელთა მესიამ.
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ეკვადორთან მატჩამდე ფეხბურთელებს განუცხადა, რომ ისინი მესის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში უნდა დახმარებოდნენ,
“მატჩამდე გუნდს ვუთხარი: “არა მესის აქვს არგენტინის ვალი მსოფლიო ჩემპიონატის წინაშე, არამედ, ფეხბურთს აქვს მისი ვალი ფინალური ტურნირის სახით. ჩვენ მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშში უნდა დავეხმაროთ“.
ბრაზილია – ჩილე 3:0
გოლები: 1:0 პაულინიო (55), 2:0 ჟეზუსი (57), 3:0 ჟეზუსი (90)
პარაგვაი – ვენესუელა 0:1
გოლი: 0:1 ერერა (84)
პერუ – კოლუმბია 1:1
გოლები: 0:1 ხამესი (56), 1:1 გერერო (76)
ურუგვაი – ბოლივია 4:2
გოლები: 0:1 სილვა (24ს.კ), 1:1 კასერესი (39), 2:1 კავანი (42), 3:1 ლ.სუარესი (60), 4:1 ლ.სუარესი, 4:2 გოდინი (79ს.კ)
ეკვადორი – არგენტინა 1:3
გოლები: 1:0 იბარა (1), 1:1 მესი (12), 1:2 მესი (20), 1:3 მესი (62)
ბრაზილია 41 ქულა
ურუგვაი 31
არგენტინა 28
კოლუმბია 27
პერუ 26
პერუ პლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.