LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა ციანიდის საქმის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება

100

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება.

“დაიკითხება ყველა ის პირი, ვისი დაკითხვის საჭიროებაც დადგება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,” – აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე, თუმცა, პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.