LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლიდან დრონების გამოყენება მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით იქნება ნებადართული

171
drones2012

თუკი აშშ–ში დრონის გამოყენებას გეგმავთ, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია დრონების ტექნოლოგიით დაინტერესდა და კანონი პირველად შეცვალა. შესაბამისი ლიცენზიის აღების შემდეგ დრონის ფრენა ღამით, ხალხმრავალ ადგილებშიც დასაშვები გახდება. თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება ისაა, რომ 2023 წლიდან დრონის გამოყენება აიკრძალება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოწყობილობა თავისი სამაუწყებლო გადამცემით იქნება აღჭურვილი.

2022 წლიდან აშშ–ს მთავრობა ყველა მფრინავ აპარატს, რომლის წონაც 0,25 კგ–ს აჭარბებს, თავისი ლოკაციის დადასტურებას მოსთხოვს, თანაც საუბარი არამხოლოდ დრონის ადგილმდებარეობაზე, არამედ მისი მფლობელის სამყოფელზეცაა. გარდა ამისა, დრონის პატრონმა მთელი რიგი სხვა ინფორმაციაც უნდა წარადგინოს, იქნება ეს სიჩქარე, დაფიქსირებული მასალა, სარეგისტრაციო ნომერი და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავრობამ ზუსტად უნდა იცოდეს თუ რა დაფრინავს ცაში, ვის ეკუთვნის და რას იღებს. აქამდე კი დრონის მფლობელებს ფაქტობრივად არანაირი შეზღუდვა არ ქონდათ და იღებდნენ ყველაფერს რაც მოესურვებოდათ.

ექსპერტთა ვარაუდით, ბევრ ადამიანს შესაძლოა თავისი ლოკაციის გამხელა სულაც არ სურდეს, რაც დრონების წარმოებაში ბევრ რამეს შეცვლის. მაგალითად, ბევრი კომპანია უკვე მუშაობს იმაზე რომ 0,25 კგ–ზე უფრო მსუბუქი დრონი შექმნას, რათა კანონს როგორმე გვერდი აუაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები