LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტნე ზედგინიძე მაესტრო დენიელ ბარენბოიმს შეხვდა, რომელიც გაოცებულია ამ ბავშვის გენიით!..“

393
page

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს ქართველი ბიჭუნას, ცოტნე ზედგინიძის მორიგი წარმატების შესახებ. კომპოზიტორი და პიანისტი, ანიტა რაჭველიშვილის ინფორმაციით, ის მაესტრო დანიელ ბარენბოიმს შეხვდა, რომელიც ბიჭუნას ნიჭიერებით აღფრთოვანდა.

გთავაზობთ სტატუსს:

„ამ წუთას შევიტყვე, რომ ჩვენი საოცრება ბავშვი, ცოტნე ზედგინიძე არის მაესტრო დანიელ ბარენბოიმთან და მაესტრო არის გაოცებული და გაგიჟებული ამ ბავშვის გენიით! ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა ამ 2020 წელს! მადლობა მაესტრო ბარენბოიმს და რაც მთავარია, მადლობა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს და ჩვენს საოცარ ლიზა ბათიაშვილს იმისთვის, რომ ყოველთვის ზრუნავენ ნიჭიერ ადამიანებზე!❤️“

დანიელ ბარენბოიმი მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და დირიჟორია, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ოპერის გენერალური მუსიკალური დირექტორი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები