ამერიკელმა მსახიობმა, ქევინ ბეიკონმა ლეგენდარული Radiohead-ის ჰიტი Creep შეასრულა და ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის შესრულებისას ქევინთან ერთად თხები იმყოფებოდნენ.
„თხებმა მთხოვეს და მეც ვცადე“, – ასე დაასათაურა ვიდე ვარსკვლავმა.
სხვათა შორის, 62 წლის მსახიობმა აღნიშნულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. „საუკეთესო შესრულება“, „უნიჭიერესი ხარ“, – წერენ კომენარებში.