რუსთავი 2-ზე დიდი საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
უკვე ცნობილია, რომ 31 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში მუსიკალური ასწლეულის ჯადოსნური ღამე გაიმართება.
მაყურებლის საახალწლო განწყობაზე ჯერ გადაცემა “პროფილი” იზრუნებს, ხოლო გადაცემის დასრულებისთანავე დაიწყება საახალწლო კონცერტი “მუსიკალური 100-წლეული”, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არხის სახეები და ცნობილი ვარსკვლავები.
როგორც ანონსებიდან ირკვევა, ცნობილი სახეები მაყურებელს ახალი წლის ღამეს პერფორმანსებსაც წარმოუდგენენ.