LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე მთავრობა 165 მილიონ ლარს დახარჯავს

101
Untitled

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით 2021 სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში, 165 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, გაზრდილი ტარიფების სუბსიდირება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„მთავრობა მზად არის, დაასუბსიდიროს 300 კილოვატის მოხმარებამდე ოჯახები. ეს მოიცავს ოჯახების 95%-ს. ამის გარდა, ბიზნესიდან გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი სექტორი. აქ ვაპირებთ დავასუბსიდიროთ 50%, მთელი წლის განმავლობაში. წყლის გადასახადი მცირედით იზრდება, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაინც მტკივნეულია და ვაპირებთ შევეხიდოთ. ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები