LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით.. წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას: ტიკარაძე

105
FORTUNA.GE-

“წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება.” – ჯანდაცვის მინისტრმა “მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, სამინისტროს ანგარიში წარადგინა და უწყების მუშაობა შეაფასა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პანდემიის პირველი ტალღის შეკავება, დრამატული შედეგების გარეშე მოხერხდა:

“ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. დაბალი გავრცელების მიუხედავად, ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე, ბევრად რთული ეტაპისთვის, რომელიც, ჩვენი გათვლებით, შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა და სექტემბრის დასაწყისში შემთხვევების მკვეთრი მატების ტენდენცია დაფიქსირდა. სწორედ წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს, ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება.” – თქვა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტაბილური ვითარების მიუხედავად, მნიშვნელოვანია რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა:

“დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს. მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანცირება დავიცვათ, სახლში დავრჩეთ, რათა შენარჩუნებული იყოს ის შედეგები, რაც 3-კვირიანი ჩაკეტვის შემდეგ მივიღეთ.” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.