ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს, პანდემიის გამო, განსაკუთრებულ ფორმატში ჩატარდა. რატი ამაღლობელმა ერთ-ერთ ნომინანტს, ბესო სოლომონაშვილს პირდაპირ ქუჩაში შეხვედრისას შეატყობინა, რომ ის „საბას“ გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა წიგნისთვის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“.
ავტორმა გაოცება ვერ დამალა, როდესაც მას პრიზი გადასცეს და ცოტა ხანს არ სჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა, შემდეგ კი აღნიშნა: „ყველას უნდა, რომ მისმა წიგნმა წლებს გაუძლოს, მაგრამ მე მსურს, ის, რაც წიგნში წერია, ძალიან მალე უინტერესო გახდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ასე არ მოხდეს“.
ვიდეო: კონცეპტArt