საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უწყების 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
გოჩა ლორთქიფანიძემ კორონავირუსის პრევენციის მექანიზმებზე, რის შედეგადაც პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხო გარემოა შენარჩუნებული. მისი განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები; 29 მარტიდან სისტემა გადავიდა ყაზარმულ რეჟიმზე, მოეწყო საკარანტინო ზონები; ყოველი ახალშესახლებული პატიმარი გადის PCR-ტესტირებას;, რეგულარულად ხდება თანამშრომლების, მათ შორის, მედპერსონალის PCR-ტესტირება, ასევე – სასამართლო პროცესებში პატიმრები დისტანციურად მონაწილეობენ.
საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა
რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, ამოქმედდა დაჯავშნის სისტემა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურების მისაღებად, სერვისების აბსოლუტური უმრავლესობა ხელმისაწვდომია ელექტრონულად პლატფორმა – my.gov.ge-ს მეშვეობით, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე შეიქმნა სპეციალური საქაღალდე – STOPCOV შესაბამისი სამართლებრივი აქტებისთვის, დისტანციურ ფორმატზე გადავიდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგმოდულები, ასევე გამკაცრდა უსაფრთხოების რეგულაციები სანოტარო ბიუროებში.
რატომ არ ემართება ყველას კოვიდი? – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს