LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აპირებს „გაერთიანებული ოპოზიცია“ თუ ხელისუფლებასთან რიგგარეშე არჩევნებზე მოლაპარაკება არ შედგება

162
ზაალ უდუმაშვილი

ვიდრე საზოგადოება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება, საკუთარ მოლოდინებზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „რეალურ დრო“ „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული მოლოდინები კონსულტაციების პროცესისგან არ აქვს, მიზეზად კი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებსა და ინიციატივებს ასახელებს. მათ შორის, ზაალ უდუმაშვილი საუბრობს პარტიების დაფინანსების წესიც ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. თუ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებზე არ დაიწყებს საუბარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს და ამისათვის ოპოზიცია მზადაა.

„თუ მოლაპარაკებები არ შედგა, ბუნებრივია პოლიტიკური ცხოვრება გადაინაცვლებს ქუჩაში. გასაგებია, რომ საპარლამენტო ტრიბუნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, მაგრამ მხოლოდ პარლამენტი არ წყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებას და ქუჩაც მნიშვნელოვანი ნაწილია. ბუნებრივია ოპოზიცია რომემლმაც უარი თქვა მანდატებზე, ბოლომდე გამოიყენებს ქუჩას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ,“-განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

„ეს პროცესი დაიწყება იანვარ-თებერვალში“ – როდის ელოდება ირაკლი კობახიძე პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლას?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები