ჰონგ-კონგმა ვიზიტორებისთვის დაწესებული 14 დღიანი კარანტინის ვადა 7 დღით გაახანგრძლივა და 21 დღემდე გაზარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებსაც ქალაქში ჩასვლამდე ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, სპეციალურ საკარანტინო სასტუმროებში 21- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ, ჰონგ-კონგში შესვლა საერთოდ ეკრძალებათ.