შოტლანდიაში ბავშვების ნახატები ქალაქის საახალწლო განათებებად აქციეს. ამის შესახებ ინფორბაციას BBC-ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ უკვე 19 წელია ქალაქ ნიუბურგში იმართება კონკურსი, სადაც პატარები ქმნიან ნახატებს და ორგანიზატორებს უგზავნიან.
შერჩეულ ნახატებს კომპანია Blachere Ilumination-ი განათებებად აქცევს და შემდეგ ამ დიდებული ნამუშევრებით მთელი ქალაქი ირთვება.
ნიუბურგის მორთვაში ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი, სწორედ ამიტომ ქალაქის დეკორაციებში პატარების ოცნებები და ფიქრები იგრძნობა.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და 2020-შიც, მოქალაქეების გულს კვლავ პატარების საახალწლო ტრადიცია გაათბობს.