LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: გუშინ მაღაზიებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, დღემ დარღვევების გარეშე ჩაიარა

61
132894023-4130912756933522-6549485104948600683-o

ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეგულაცია დაიცვან, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას. ეკონომიკის მინისტრი სავაჭრო ქსელებსაც მიმართავს, რეგულაციების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი გაგრძელდეს.

„გუშინ შემსუბუქდა რეგულაციები არარსურსათო ვაჭრობის სექტორისთვის. საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა, მაღაზიებმა და ძალიან გვიხარია, რომ დღეს, როდესაც გუშინდელი დღის სტატისტიკას ვაჯამებთ, სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ. მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს. წინასახაალწლო დღეები დატვირთულია და მაღალი მოთხოვნაა, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და დავინახეთ, რომ მომხმარებლების მიერ საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მაღაზიებზე. აქედან განომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებით შაბათ-კვირას კვლავ დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა და როგორც მომხმარებლებმა, ასევე მაღაზიებმა ამაზე მკაცრი კონტროლი გააგრძელონ“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ღია ტიპის ბაზრობებს ფუნქციონირება კვლავ აკრძალული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები