LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი საწოლების რაოდენობა მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს: თამარ გაბუნია

72
FORTUNA.GE- (2)

“რადგან პაციენტების რაოდენობა იყო ძალიან მზარდი, იმ ნუსხაზე დაყრდნობით, რაც ითვალისწინებს აპარატურას, რომელიც ჟანგბადის მიწოდებისთვის უნდა იყოს ქვეყანაში, სამინისტრომ შეიძინა სამი სხვადასხვა ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალებები. მათ ბევრი ქვეყანა იყენებს ჟანგბადის წნევით მიწოდების უზრუნველყოფისთვის,” – საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ფაქტებზე, როდესაც სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით, მისივე განმარტებით, დეზინფორმაცია ვრცელდება.

“ეს არის ის ძირითადი დამხმარე სშუალებები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის პირველივე ეტაპზე შეიძინა მაღალტექნოლოგიური სუნთქვის აპარატები. მისი ღირებულება დაახლოებით 25 000-დან 27 000 დოლარამდე მერყეობს. ის პაციენტს ინტუბაციის შემთხვევაში სჭირდება. ის დამხმარე საშუალებებად ხშირად გამოიყენებოდა.

ჩვენ შევიძინეთ ბიპაპის აპარატი, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს ჟანგბადის წნევით მიწოდების უზრუნველყოფისთვის. ეს არის აღიარებული ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ. შევიძინეთ 500 ცალი და მისი ღირებულება არის 700-დან 800 დოლარამდე. შევიძინეთ, რათა თერაპიულ განყოფილებებშიც პაციენტებს ჰქონოდათ ჟანგბადის წნევით მიწოდების შესაძლებლობა.

ნუ მივალთ ახალ წელს ბებიებთან, ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი - იმნაძის მორიგი რეკომენდაცია

"ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში"

რა თქმა უნდა, ქართველი ექიმები ძალიან კარგად იცნობენ მის გამოყენების ინსტრუქციას და კომენტარები, რომ ქართველი ექიმები ვერ მიხვდებიან, როგორ გამოიყენონ აპარატი და ამან შეიძლება ფილტვის ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, ძალიან უხერხულია. ასევე, შევიძინეთ 50 მაღალი სიხშირის წნევის მიწოდების აპარატი და 300 ერთეული გერმანული წარმოების კომბინირებული აპარატი, რომლებიც გადანაწილდა კლინიკებში.” – განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე, საავადმყოფოებში საწოლების დატვირთულობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მხრივ გარკვეული შემსუბუქება შეინიშნება:

„დილის მდგომარეობით, კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. გარკვეულად თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება, აჭარაში მაგალითად, 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია და შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო გუშინდელი დღის მდგომარეობით, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც რა თქმა უნდა, კარგი ნიშანია და მიუთითებს იმას, მძიმე შემთხვევები, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია არ გვაქვს,“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ასევე საყურადღებოა, რომ შემთხვევების რაოდენობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც სტაბილიზაციის ნიშნებზე მიუთითებს:

“ტესტების რაოდენობა ბოლო ორი დღეა 13 000-დან 14 000-მდე მერყეობს. საყურადღებოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც მიანიშნებს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. მნიშვნელოვანია, ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან ყველა შემთხვევა, რომელიც ინფიცირებულია, დროულად გამოვლინდეს და მისი იზოლირება მოხდეს. ამდენად თხოვნა მექნება, თუ ოდნავ მაინც, თავს შეუძლოდ გრძნობს ადამიანი, მნიშვნელოვანია მივიდეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, 200-ზე მეტი ადგილია და ვიცით ყველამ, სად არის ეს ადგილები, ჩაიტაროს ტესტირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო განწყობაა და ყველა ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას, მაინც კარგი იქნება, ყურადღება მივაქციოთ თუნდაც სიცხის მომატებას ან ხველის სიმპტომებს, რომ არ შესუსტდეს ტესტირების ინტენსივობა.” – განაცხადა გაბუნიამ.

თბილისში 1000-ზე ნაკლები – აჭარაში კი მხოლოდ 97 ახალი ინფიცირებულია

კორონავირუსით 1 881 ადამიანი დაინფიცირდა

კოვიდ-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები