ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჩრდილოეთ პოლუსს პერსონალურად ეწვია და სანტას კორონავირუსის აცრა გაუკეთა. ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში ისაუბრა.
“ცოტა ხნის წინ ვიმოგზაურე ჩრდილოეთ პოლუსზე და სანტას საკუთარი ხელით გავუკეთე კორონავირუსის ვაქცინა, შევამოწმე მისი იმუნიტეტი და ყველაფერი რიგზეა. მას ძველებურად შეუძლია, ჩამოძვრეს ბუხრიდან, დაგიტოვოთ საჩუქრები და თავისი საქმიანობა უცვლელად გააგრძელოს. ” – მიმართა ბავშვებს ენტონი ფაუჩიმ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პანდემიამ სანტა კლაუსის საქმიანობაც რისკის ქვეშ დააყენა, ვინაიდან ის რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, შესაძლებელი იყო წელს საჩუქრების დარიგება ვერ მოეხერხებინა და მისი საქმიანობა შვილიშვილებს შეეთავსებინათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი მის საქმიანობას ვერაფერს დააკლებს და წელსაც შესძლებს ბავშვების გახარებას.