რამდენიმე წუთის წინ დამტკიცებული პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში არშესვლა მისთვის პრობლემა არ არის.
“ოპოზიციის არ ყოფნა დარბაზში, პრობლემაა. ეს ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა,- ამბობს გახარია.
ერთპარტიულმა პარლამენტმა, ფაქტობრივად, ძველი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
თუ ოპოზიცია არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით
„თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება.
მე არ ვიცი ამ დემოკრატიზაციის მიღწევაზე უარის თქმის არცერთი გონივრული მიზეზი, ამავდროულად, სახელმწიფოს ინსტიტუტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩემთვის გაუგებარია. პარალელურად ფრთხილი მოწოდებები საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ, მაშინ როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის მოქალაქეებთან ერთად “,-განაცხადა პრემიერმა.