21 წლის ჩინელმა ქალმა მთელი დღის განმავლობაში სმარტფონზე შეუჩერებლივ თამაშის გამო ცალ თვალში მხედველობის უნარი დაკარგა.
ახალგაზრდა ქალს 24 საათის განმავლობაში თამაში Honour of Kings არ შეუწყვეტია. საავადმყოფოში მას თვალის ბადურის დაბერების დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების ცნობით, ეს გადატვრითვამ გამოიწვია.
“როგორც წესი, დილის 6 საათზე ვდგები. ვსაუზმობ და სამსახურში მივდივარ. 4 საათზე სამსახურის შემდეგ, ღამის პირველამდე ვთამაშობ”, – ჰყვება 21 წლის ქალი.