LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში შვეიცარული სტანდარტების ფერმა აშენდება

303

შვეიცარულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის რაიონის მაღალ მთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილ ფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის ასაშენებლად 95 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის მხარდასაჭერად,  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები