LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა ფუნდამენტური საკითხია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები განვითარდნენ ნებისმიერ სფეროში: გახარია

70
BeFunky-collage (3)

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ფუნდამენტური საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების განვითარება მოხდეს ნებისმიერ სფეროში – ეს იქნება ბიზნესი, კულტურა, სპორტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უსაფრთხო გარემოს მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა.

„უსაფრთხო გარემოს მისაღწევად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და რაც მთავარია – ყველა ამ მიმართულებით, როგორც შედეგი – სასჯელის გარდაუვალობა. ეს არის ძირითადი კომპონენტი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სრულიად სამართალდამცავი სისტემა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნახეთ, ვრცლად გიორგი გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:

ეს არ არის კომფორტული.. უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ: გახარია ერთპარტიულ პარლამენტსა და სამთავრობო პროგრამაზე

თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – გახარია ოპოზიციას მიმართავს

მაქსიმალურ ხარჯებს მივმართავთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის: მთავრობა 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს

უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს: გახარია