LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აეროპორტების ათეულში მყოფი მესტიის აეროპორტი 10 წლის გახდა

150
a0b50ad07dd81edcb0b953f0680ab0cf-XL

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 10 წლისაა. საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი – 30 წუთშია შესაძლებელი.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ადგილობრივებს და უცხოელებს ბარიდან მთაში მოხვედრას უმარტივებს და დროის მაქსიმალურად დაზოგვაში ეხმარება.

აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. ტერმინალისა და ასაფრენი ზოლის მშენებლობა 10 წლის წინ ერთდორულად დაიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, 3 თვეში დასრულდა. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.

შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი უკვე შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მესტიის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, რეგიონში შეიქმნა დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო ტურიზმის სფეროს განვითარებას.

შეგახსენებთ, მესტიის აეროპორტის მთავარი არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერ ჰერმანია. 2014 წელს, თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოს 10 ულამაზეს აეროპორტს შორის დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები