LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმთა თანამშრომლობითი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმები – საქართველოში „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსდა

291
132555327-1349109288756251-3138181163526351059-n

ექიმთა თანამშრომლობითი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმები – საქართველოში „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსდა. ასოციაციაში ის ექიმები გაერთიანდნენ, რომლებიც საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ.

„ქართველ ექიმთა საერთაშორისო გუნდის წევრები არიან: ანი ქავთარაძე, არჩილ მარშანია, ბექა ბახტაძე, ბიძინა კულუმბეგოვი, გია ხურციძე, გიორგი კავკასიძე, გიორგი კამკამიძე, გიორგი კანდელაკი, დავით მრელაშვილი, ვახო კალოიანი, ზურაბ გურული, თამარ ჟამურაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, მაია ბუწაშვილი, მამუკა მაჩაიძე, ნანა გეგეჭკორი, ნინო ისაკაძე, რევაზ ბოჭორიშვილი, სოფიო ბერიძე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის პირველი და მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლაა.

“მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ადამიანების, სამედიცინო საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, ჩვენი კოლეგების თავდაუზოგავმა, შესაძლებლობების მაქსიმუმზე და არაიშვიათად საკუთარი სიცოცხლის რისკებზე დაშენებულმა ქმედებებმა უდიდესი როლი ითამაშა ზიანის შემცირებაზე და ასეულობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა, პანდემიის მართვაზე ამან სისტემური და მასშტაბური გავლენა სამწუხაროდ ვერ მოახდინა. მიმდინარე კრიზისმა პრაქტიკულად გამოავლინა და სრული ლუსტრირება მოახდინა იმ, ათეულობით წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემებისა, რაც ქვეყნის ჯანდაცვას აქვს.

არავის ჰქონდა ილუზია და მოლოდინი, რომ ჯანდაცვის სისტემის ამ მოწყობით და ჰოსპიტალური სიმძლავრეებით კრიზისი მარტივად დაძლევადი იქნებოდა, თუმცა ყველასთვის ერთად, ნათელი გახდა ცვლილებების პრინციპული, თანმიმდევრობითი საჭიროება და ისიც, რომ ამ ცვლილებების დასაწყისი სამედიცინო განათლების გაუმჯობესება უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ დღეს თქვენს წინაშე მყოფი ადამიანები, ქვეყნის შიგნით და მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მომუშავე ჩვენი კოლეგები – ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციაში,  რომლის უპირველესი და ყველაზე ახლო მიზანი იქნება პანდემიის მართვაში ინტელექტუალური და პროფესიული კონტრიბუცია ქმედებასა და შედეგზე დაფუძნებული სტრატეგიით, კონკრეტული გზამკვლევის, რეკომენდაციების შეთავაზებით, ხოლო გრძელვადიანი ფუნდამენტური მისია და ამოცანა – სამედიცინო განათლების ამაღლების ხელშეწყობა,    დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა,  პაციენტთა და ექიმთა უფლებების ადვოკატირება, ინტერპერსონალური აკადემიური კომუნიკაციის ხელშეწყობა – გაძლიერება”,-აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები