LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი GEM Fest-ის დაფინანსების წინააღმდეგია

104

ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წელსაც გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა, თუმცა რა სახის პროგრამებით მოხდება ეს, მოგვიანებით დაზუსტდება. მისივე თქმით, პროქტი Check in Georgia დიდი ალბათობით გაგრძელდება, მაგრამ მის ეფექტურობაზე სერიოზული მსჯელობა იქნება.

„ამ პროექტის ფარგლებში კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე არ იყო, წელს გაჩნდა. ჩვენი ამოცანა მარტივია, რომ Check in Georgia-სა და მსგავს პროგრამებში შემცირდეს სახელმწიფოს და გაიზარდოს კერძო სექტორის წილი, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის დაფინანსებას, მინისტრის თქმით, ამაზე მსჯელობა გაიმართება. „ჩემი პოზიცია იქნება, რომ არ დავაფინანსოთ ეს ღონისძიება“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები