LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ – ვოლტერ სტივენსი

77

„ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან საქართველო ჩვენი ახლო პარტნიორია,“ – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვოლტერ სტივენსმა, განაცხადა.

ვოლტერ სტივენსმა კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩების საქართველოში სტუმრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს

საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინსტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან, შეხვედრის ფარგლებში ვოლტერ სტივენსმა დადებითად შეაფასა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა.

„საქართველო არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. მსურს, აღვნიშნო ის უზარმაზარი ძალისხმევა, რაც საქართველომ გასწია რეფორმების განხორციელების კუთხით ყველა მიმართულებით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ქართველებს შეუძლიათ, ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციით, რაც მოითხოვდა გარკვეული რეფორმების გატარებას და საქართველომ ნადვილად წარმატებით შეასრულა ეს,” – აღნიშნა სტივენსმა.

ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ამასთანვე, დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები