LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო თეთრაშვილი: „კოვიდ-19-ის ვერაგობა საკუთარ თავზე გამოვცადე… საკმაოდ რთულად ვიყავი…“

633
alekotetrashvili2012

90-იანების პოპულარული იუმორისტი, ალეკო თეთრაშვილი ჟურნალ ‘სარკეს“ იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ გადაიტანა კოვიდ-19.

„კოვის-19-ის ვერაგობა საკუთარ თავზე გამოვცადე და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვერაგია… საკმაოდ რთულად ვიყავი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კვლავ გამიგრძელდა სიცხეები ფილტვების პრობლემების გამო, განმეორებით მომიწია ბოხუას კლინიკის საავადმყოფოში დაწოლა და იქ ოთხი დღე გავატარე. ათი დღეა, სახლში ვარ და ნელ-ნელა უკეთ გავხდი…

ვფიქრობ, შეზღუდვები ძალიან დაგვიანდა. პირველი ტალღის დროს, როცა დღეში 5-10 შემთხვევა იყო, სასწრაფოდ ჩაგვკეტეს და გარეთ არ გვახედებდნენ. მეორე ტალღის დროს დღეში 4-5- ატასი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ყველაფერი გახსნილი იყო…“, აღნიშნავს იუმორისტი ჟურნალთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები