2020 წელი ძალიან ბევრი შთამბეჭდავი ფოტოთი იყო გამორჩეული. თუმცა, ორი დაქვრივებული პინგვინის ფოტო, რომელებიც პარტიონრების დაკარგვის შემდეგ ერთმანეთს ანუგეშებენ, მართლაც საოცარი კადრი გამოვიდა და ,,ოკეანოგრაფიული ჟურნალის” მთავარი ჯილდო დაიმსახურა.
უნიკალური კადრი ტობიას ბაუმგარტნერმა მელბურნში, ავსტრალიაში გადაიღო.
ტობიასს მოგვიანებით აუხსნეს, რომ ორივე პინგვინი დაქვრივებული იყო და ერთმანეთის ნუგეშს ასე ცდილობდა.
გერმანელი ფოტოგრაფის კადრი საზოგადოების რჩეულიც გახდა.
მელბურნის აკვარიუმში 1400–მდე პინგვინი ცხოვრობს და მათგან ყველაზე პატარა სახეობა მხოლოდ 33 სანტიმეტრი სიმაღლისაა. კოლონიას პანდემიის დაწყების მომენტიდან მოხალისეები უვლიან.
„ერთ–ერთმა მოხალისემ მითხრა, რომ თეთრი პინგვინი ასაკოვანი ქალბატონი იყო, რომელმაც პარტნიორი დაკარგა, სამწუხაროდ იგივე დაემართა ახალგაზრდა მამაკაცსაც რომელიც მას გვერდს უმშვენებდა“ – იხსენებს ტობიასი.
„ისინი უკვე კარგა ხანია ერთმანეთს ანუგეშებენ, ერთად იკრიბებიან და ქალაქის შუქებს საათობით უყურებენ.“