LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე” – მორიგი საპროტესტო აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან

34

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან  საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ. მათ მიიტანეს ბანერები წარწერით “ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე”. დაზარალებულების თქმით, კალაძე პრობლემის მოგვარებას და თანხის ანაზღაურების საკითხში დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე კალაძის შტაბიდან არავინ დაკავშირებია. აქციის მონაწილეები მერობის კანდიდატს გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.დაზარალებულების მოთხოვნაა, ხელისუფლება მეანაბრეებს კომპანიის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დარეგულირებაში დაეხმაროს, რათა მათ დაკარგული ფული აუნაზღაურდეთ.

შეგახსენებთ, მეანაბრეებმა კალაძის შტაბთან აქცია 27 სექტემბერსაც გამართეს. საფინანსო კომპანიის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით დაკავებულები არიან მერაბ ფერაძე და თამაზ ლობჟანიძე, ბრალდებული თამარ მეტრეველი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საფინანსო კომპანიას 2700-მდე მომჩივანი ჰყავს. სადავო თანხა 30 მილიონ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები