გერმანიაში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში გარდაცვლილის გადმოსვენებაზე მუშაობს.
სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.