LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთობა – ახალი საქართველო” თემურ თორდინავას გადადგომას ითხოვს

97

“ერთობა-ახალი საქართველო” ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის, თემურ თორდინავას, გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  რომელსაც პარტია ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხთან დაკავშირებით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება” ხმების მოსაგროვებლად ბაღის თანამშრომლებს იყენებს. “ახალი საქართველო” ცესკო-სა და პროკურატურისგან ფაქტის დაუყონებლივ შესწავლას და მასზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

„ნაცვლად იმისა, რომ აღმზრდელები ზრუნავდნენ ბავშვების განათლებაზე და ცოდნის მიღებაზე, ისინი დაკავებულები არიან ადამიანების მობილიზებით და სიების შედგენით, რათა შეინარჩუნონ თანამდებობები. ამაზრზენია, როცა მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენისთვის მსგავს მეთოდებს იყენებს. მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაიწყოს მოკვლევა, როგორც საქართველოს პროკურატურამ, ასევე ცესკო-მ, რადგან ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. დაუშვებლად მიგვაჩნია საარჩევნო კამპანიაში ადამიანების იძულებით ჩართვა,“ – ნათქვამია “ერთობა- ახალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები