“2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების გარეშე, ვერ იქნება მიღწეული კონსენსუსი,” – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ, განაცხადა.
ამ განცხადებით შალვა შავგულიძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
“დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ეს ორი უმთავრესი პოზიცია არ იქნება ასახული კონსტიტუციურ კანონში, ალბათ, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს,“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება, თუ რას ასახავს ვეტოში.