“ეს შეხვედრა არის ბუნებრივი, ნორმალური პროცესი,” – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა, განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, რომელიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა.
“მე მგონია, ჩვენ მივდივართ ფინიშისკენ. მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ფართო საზოგადოებრივ ინტერესს შეესაბამება და ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოიპოვებს მომდევნო წლების და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.