Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჩემთვის პატივი იქნება, თუ მოსამართლის უფლებამოსილების გადმობარებამდე, როგორც იუსტიციის მინისტრი გავაგრძელებ მუშაობას – გოჩა ლორთქიფანიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის პატივი იქნება, თუ მოსამართლის უფლებამოსილების გადმობარებამდე, როგორც იუსტიციის მინისტრი გავაგრძელებ მუშაობას – გოჩა ლორთქიფანიძე

101
maxresdefault

პირველად ისტორიაში, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სასამართლო პრაქტიკით დადგენილ პროცედურებს რამდენიმე თვე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მისთვის პატივი იქნება, თუ საქართველოში, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე იქნება დანიშნული.

„სასამართლო პრაქტიკა გულისხმობს რამდენიმეთვიან ვადას, რა პერიოდშიც, ჩეხმა მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება უნდა დაამთავროს და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა რამდენიმე თვე და შესაძლოა, უფრო მეტიც, ჩემთვის პატივი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი მოიწონებს და დაამტკიცებს საქართველოს მთავრობას და ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრი, გავაგრძელებ ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობას, როგორც ადრე“ -განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.[related_news id=”441715″ align=”left”]

გოჩა ლორთქიფანიძე პრემიერსა და პრეზიდენტს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ, საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თა წულუკიანს, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია თუ პროცესი მისი აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა საელჩოს, განსაკუთრებით, ნიუ იორკში ჩვენი მისიის, ყველა დიპლომატისა და თანამშრომლის როლი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია იუსტიციის გუნდი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე, წარმატებით მისაყვანად“ – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

“გოჩა ლორთქიფანიძე იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში, ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით” – გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები