LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან მამას დასაქმებაში დაეხმარებიან

370
BeFunky-collage (3)

ე.წ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ნუგზარ ალუაშვილს, რომლის ოჯახსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბინა აჩუქა, კოლეჯი „სპექტრი“ ენერგეტიკის სპეციალობაში გადაამზადებს, შემდეგ კი დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას კოლეჯ ”სპექტრის” ხელმძღვანელი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ასევე იზრუნებს ნუგზარ ალუაშვილის შვილების პორფესიულ განათლებაზეც.

“კოლეჯ ”სპექტრის” ხელმძღვანელი მათე ტაკიძე, ბატონ ნუგზარ ალუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა , რომ ბატონი ნუგზარი გადაემზადება სპექტრში ენერგეტიკის სპეციალობაში მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს და კოლეჯის შუამდგომლობით დასაქმდება პარტნიორ კომპანიაში.

ასევე დაიგეგმა სამომავლოდ შვილებიც ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში.
ბატონი ნუგზარის ოჯახსა და ყველა თქვენთაგანს გილოცავთ ნიკოლოზობას!”-აღნიშნულია განცხადებაში.

“სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს” – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები