LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ცოლ-ქმარი დააკავეს

99

შსს-ს  თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ცოლ-ქმარი ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

შსს-ის ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები