LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დაგვემატა: საქართველო უკვე სრულია (ვიდეო)

69

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. გუნდს რვა ფეხბურთელი შეუერთდა. საწვრთნელ პროცესში ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩების მოლოდინშია.

თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა მოახლოებულ მატჩებზე და ტრავმირებულ თანაგუნდელებზე ისაუბრა:

„სამწუხაროდ, ტრადიციად გვექცა, საკვანძო ფეხბურთელების არყოფნა სანაკრებო თამაშების წინ. ჩემი აზრით, ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე არიან, ნებისმიერი ევროპული ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია. რაც შეეხება მოტივაციას, ბოლო ოფიციალური თამაშია საკუთარ მოედანზე და ჯერჯერობით გამარჯვება არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს მეტი მოტივაცია? ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მაყურებელს, რომ შეგვიძლია კარგი, ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და შედეგის ჩვენება. განვლილი ორი თამაში ირლანდიასთან და ავსტრიასთან იყო ხარისხიანი ფეხბურთი, თუმცა სამწუხაროდ, გამარჯვების გარეშე. ახლა ხარისხიანი ფეხბურთი უკვე შედეგში უნდა ავსახოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში შეგიძლიათ
საქართველო-უელსის მატჩი, დინამო არენაზე, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები