Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ხელისუფლება, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია: გაბუნია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია: გაბუნია

72
BeFunky-collage (5)

მიმდინარეობს აქტიური დისკუსია, რათა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრისა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.

ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ვაქცინის მოსაპოვებლად პარტნიორ ქვეყნებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს: ალექსანდრე ხვთისიაშვილი

„მას შემდეგ, რაც რეალურად გამოიკვეთა ვაქცინაციის დაწყების პერსპექტივა, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ განისაზღვროს კანდიდატი ვაქცინები, მათი ქვეყანაში შემოტანის გზები, ასევე სამიზნე ჯგუფები. დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რომელშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველი, ექსპერტები. მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ამ საკითხზე, რათა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე მიმღებლობის თვალსაზრისით, უსაფრთხო, ხარისხიანი. კიდევ ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს და ესენია ევროპის ქვეყნები და აშშ, საიდანაც შემდეგ ჩვენ უკვე ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება “COVAX”-ის პლატფორმის საშუალებით, ან ალტერნატიული გზებით, რაზედაც დღეს ასევე აქტიურად მიდის მსჯელობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრის შესახებ ვრცლად იხილეთ:

გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები