LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

109

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის აბანოს უღელტეხილის მონაკვეთზე ინტენსიურად თოვს. ავტომანქანების მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე დილიდანვე შეჩერებულია. გზაზე თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს.

თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „გერალში“ აცხადებენ, რომ ხვალ დილიდან ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს და ავტომანქანების გადაადგილება დღის პირველ ნახევარში გახდება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები