ეკონომიკის მინისტრი სავაჭრო სექტორს ხვალ შეხვდება. „მათგან მოვისმენ, რა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრი განმარტავს, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება.
„ჩვენ წინასწარ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებაა მოსალოდნელი. დაანონსებული შემსუბუქება ეხებოდა ვაჭრობის ინდუსტრიას. ხვალ შევხვდები არასასურსათო ვაჭრობის სექტორს და მათგან მოვისმენ, რა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინაიდან აჟიოტაჟური მოთხოვნის პირობებში რთულდება რიგების მართვა და ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა თურნავამ.