LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირჯინ გალაქტიკის“ ხომალდი სატესტო ფრენისთვის ემზადება – ჯასტინ ბიბერმა და ლეონარდო დიკაპრიომ პირველ ფრენაზე ადგილები უკვე დაჯავშნეს

103
-113673498-vss-unity-reaches-space

„ვირჯინ გალაქტიკი“ გეგმავს, რომ შაბათს ტურისტული ხომალდის პირველი სატესტო ფრენა შეასრულოს.

ეს იქნება სამგზავრო ლაინერის Unity პირველი ფრენა ეკიპაჟის თანხლებით, რომელიც ნიუ მექსიკოს, აშშ–ს კოსმოსური აეროპორტიდან განხორციელდება.

სერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია კოსმოსური ტურიზმის ფრენებს 2021 წლიდან დაიწყებს.

600–ზე მეტმა მომხმარებელმა, მათ შორის ჯასტინ ბიბერმა და ლეონარდო დიკაპრიომ, პირველ ფრენაზე ადგილები უკვე დაჯავშნეს.

შაბათის ფრენა კომერციული რეისების დაწყების წინ პატარა რეპეტიცია იქნება.

რიჩარდ ბრენსონი პირადად შეამოწმებს იმ სერვისს, რომელსაც საზოგადოებას ბოლო 16 წელია პირდება. თუმცა, სანამ ეს მოხდება „ვირჯინ გალაქტიკმა“ საბოლოო მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაიაროს.

შაბათის მისიას მხოლოდ ორი პილოტი ეყოლება – „ნასას“ ყოფილი ასტრონავტი სიჯეი სტრუკოვი და „გალაქტიკის“ მთავარი საცდელი პილოტი დეივ მაკეი. თავისი საქმის პროფესიონალები თვითმფრინავის ოპერაციულ სისტემებს დეტალურად შეამოწმებენ.

კომპანიის ინჟინერებმა ძალიან გრძელი გზა განვლეს იმისთვის, რომ ტექნოლოგიები საჭირო დონემდე დაეხვეწათ. პროგრესი პანდემიამ ძალიან შეაფერხა და საბოლოო სამუშაოებზე პროფესიონალთა შეზღუდულ რაოდენობას მოუწია შრომა.

დიდი ბრიტანეთის კოსმოსური ინდუსტრიის ჯგუფის პრეზიდენტის უილ უაიტჰორნის აზრით, შაბათის ფრენა კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიაში უზარმაზარ ეტაპად უნდა ჩაითვალოს.

„ეს იქნება ძალიან უსაფრთხო და ბიუჯეტური სისტემა“ – უთხრა მან BBC–ის. „მისი შემუშავება ძალიან რთული და შრომატევადი იყო. თუმცა ეს ამად ღირდა და საბოლოოდ ყველაფერი კოსმოსში გასეირნებით დასრულდება. “

„ვირჯინ გალაქტიკმა“ ცოტა ხნის წინ ტურისტული სალონის დიზაინიც წარადგინა.

მგზავრები მოკალათდებიან სავარძლებში, რომლებიც ფრენის ფაზების მიხედვით პოზიციას შეიცვლიან. თითოეულ მათგანს წინ ექნება ეკრანი, სადაც ფრენის მონაცემებ იქნება დატანილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები