LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართულ ღვინოზე ანიმაცია გადაიღეს, სადაც ქართველ მეფეებს და სხვა ისტორიულ პერსონაჟებს შეხვდებით

334
dd

კომპანიათბილღვინომ პარტნიორი ქვეყნებისთვის და ასევე ადგილობრივი მომხმარებლისთვის, საქართველოს ისტორიისა და ვაზის განვითარების გზის უკეთ გასაცნობად, ანიმაციური ვიდეორგოლი წარმოადგინა.

„8000 წლის წინ დაწყებული ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება” – ეს არის ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი.

თბილღვინომ მიზნად საქართველოს 8000 წლიანი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი ღვინის ისტორიის გაცოცხლება დაისახა. „გადავწყვიტეთ, ღვინის მიერ საუკუნეების განმავლობაში საქართველოში განვლილ გზასთან ერთად, გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას ვაგრძელებთ“ – აცხადებენ „თბილღვინოში“.

აღსანიშნავია, რომ ანიმაციაზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვიდეორგოლში ნახავთ და ამოიცნობთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები