LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდი-ქუთაისის რეისის მგზავრებს აეროპორტიდან სახლში უფასოდ მიიყვანენ

91
131239306-2857353037866966-2028709563960331675-o

18 დეკემბერს Wizz Air-ი პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის საათი ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის  პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის, ქუთაისის და ბათუმისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ.

მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს, ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.

ასევე, კომპანია  Omnibus Express-ის ბილეთებზე ვრცელდება 30%-იანი საახალწლო ფასდაკლება“,-  აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე:

https://georgianbus.com/new/

http://omnibusexpress.ge/book.html

ქუთაისის აეროპორტში ყოფნისას ბილეთების შეძენა კი მგზავრებს შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები